LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაღიარებული რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ბრალდებას უყენებს

150
911E0952-91A6-4983-80DD-2FE206C69944-cx0-cy11-cw0-w1023-r1-s

არაღიარებული რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს პროვოკაციების მზადებაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო „რესს“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, დასახლებულ პუნქტ წნელისში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  ე.წ. საზღვარი „დაარღვია“.

„დამკვირვებელთა მსგავსი ქმედება პროვოკაციულია წნელისთან დაკავშირებით სიტუაციის განსამუხტად დაგეგმილი მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ“, – განაცხადა იგორ კოჩიევმა.

კოჩიევის თქმით, გააქტიურებული იქნა “ცხელი ხაზი”, რომლის მეშვეობითაც სადამკვირვებლო მისიის წევრებს განუცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები დაუშვებელია და სერიოზულად ძირს უთხრის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ისედაც მყიფე ვითარებას.

დე ფაქტო ხელისუფლება ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობითაა გაღიზიანებული და ამ კონტექსტში შეიარაღებული კონფლიქტის მზარდ საფრთხეებზე მიუთითებს.

ოკუპანტებმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულეს – მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

სწორედ ჩორჩანას საგუშაგოს პოსტის გამო არაღიარებულმა რეჟიმა ერგნეთის შეხვედრების არაერთი რაუნდი ჩაშალა.

ცნობისთვის, კიდევ ერთი ბრალდება დღეს საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტის მხრიდანაც გაჟღერდა. ცხინვალის ე.წ КГБ თბილისს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები ზნაურის რაიონში მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ.

თბილისში განცხადებას დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად აფასებენ. სუსში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანაში საკუთარი პროვოკაციული ქმედებების გამართლებას ცდილობს.

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია – ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ

 

 

 

magti 5g