LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: „ასტრაზენეკას“ 15 000-მდე დოზა შეიძლება გამოუყენებელი დარჩეს

56
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში “ასტრაზენეკას” 15 ათასამდე დოზა დარჩა და არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს.

გამყრელიძემ ამის შეასხებ “ინტერპრესნიუსთან” საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა “ასტრაზენეკას” ვაქცინას აღარ ყიდულობს და არც დონაციით მიიღებს:

“დღეს ჩვენ გვაქვს “ასტრაზენეკას” 15 ათასამდე დოზა დარჩენილი. სამწუხაროდ, “ასტრაზენეკაზე” მოთხოვნა თითქმის არ არის, იმის ალბათობაა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს. ქვეყანა აღარ ყიდულობს “ასტრაზენეკას”, არც დონაციით არ მივიღებთ”, – განაცხადა გამყრელიძე.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტავ, თუ რატომ არის იმის ალბათობა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები აუთვისებელი დარჩეს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს განაპირობა როგორც დაფიქსირებულმა ლეტალობის ერთადერთმა შემთხვევამ, ასევე ვაქცინის არაპოპულარობამ და მის მიმართ მოსახლეობის უნდობლობამ.

„ასტრაზენეკასთან“ მიმართებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან სახეზე გვქონდა სხვადასხვა ტიპის გართულებები და საქართველოში დაფიქსირებული ლეტალობის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო. რა თქმა უნდა, ამან ამ ვაქცინის პოპულარობაზე იმოქმედა და შესაბამისად, ამ ვაქცინის მიმართ ჩვენი მოქალქეების ნდობამ და ასევე მოთხოვნამაც დაიკლო”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, “ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა. მოქალაქეებს მხოლოდ “ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g