LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე – დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა

113
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მდგომარეობა მისი ჯანმრთელობისთვის უკვე ცეცხლთან თამაშია.

მისივე თქმით, ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

“მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, ის პერიოდია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია…

დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ის.” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g