LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს, მაგრამ თუ მას „ბუსტერით“ არ გავაძლიერებთ, 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება

136
BeFunky-collage (15)

ბოლო მონაცემების თანახმად,  იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს, მაგრამ თუ მას „ბუსტერით“ არ გავაძლიერებთ, 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობამ გასულ კვირას იმუნიზაციის ახალი გეგმა დაამტკიცა და ვაქცინაციის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, სერიოზული საკომუნიკაციო კამპანია განახლდება.

74 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

“მთავრობა ყველაფერს აკეთებს ყიდულობს ვაქცინებს და საკმარისი რაოდენობით არის. სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული. კიდევ უკეთესია თუ “ბუსტერიც” იქნება. თუ გვინდა შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას აიცრან. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში თუ ავწევთ აცრის მაჩვენებელს, მოსახლეობა უფრო მომზადებულად შეხვდება შემოდგომის პერიოდს. იმუნური ფენა უფრო ფართო იქნება და მდგრადი.

ბოლო მონაცემებით, 85%-ის ფარგლებშია იმუნური ფენა. თუ პერიოდულად არ გააძლიერე იმუნური ფენა “ბუსტერით”, მაშინ 6-7 თვის განმავლობაში იმუნიტეტი კლებულობს. მოწოდება რჩება, რომ მაქსიმალური იმუნური ფენით მზად შევხვდეთ შემოდგომას”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g