LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: მოსახლეობა მოდუნდა, შეიქმნა ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ

98
BeFunky-collage

“პირდაპირ გეტყვით, რომ კორონავირუსის შემთხვევათა გაზრდილი მაჩვენებელი პანიკის საფუძველი არ არის,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესში ინფიცირების შემთხვევათა ზრდა მოსალოდნელი იყო.

“პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ საყუარდღებო სიტუაციაა, შემთხვევების მატება, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში, გარკვეულწილად, პოროგნოზირებადიც იყო. მთავარია ეს პოროცესი იყოს კონტორილრებადი, დღეს კი ქვეყანაში სიტუაცია მართვადია და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს,”- აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოხალეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნავს, რომ ვირუსთან თანაცხოვრების ფონზე წესების დაცვა შეუქცევადი პროცესების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.

მისივე თქმით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა მკაცრდება.

“მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი, რაც არ არის სიმართლე. ვირუსს ვერ დაამარცხებს ცალკეული ქვეყანა, ეს მოხდება გლობალურად.  “კოვიდ 19″  არსად გამქარალა, კვლავ მასთან ერთად ვცხოვრობთ.

მინდა აღვნიშნო, რომ სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე. ყველგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა უნდა იყოს პირბადით. მაღაზიაში თუ დახლთან პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა.

უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება და ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელები სანიტაიზერით. ეს აუცილებელია და ამაზე იქნება სერიოზული მეთვალყურეობა შესაბამისი ჯარიმებით და აღსრულებითი ღონისძიებებით, რადგან ამ შედარებით მკაცრი ღონისძიებების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს”, – აცხადებს გამყრელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ახალი კერა გაჩნდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახით, სადაც გამორიცხული არ არის, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 3 სოფელი ჩაიკეტოს.

ინფიცირების 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბანში გამოვლინდა – მარინა ეზუგბაია

“განსაკუთრებულად ცხელი წერტილია გარდაბანის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი. არ გამოვრიცხავ რადიკალური ღონისძიების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნება სოფლის მოსახლეობის მხრიდან არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ და ფართომასშტაბიანი კვლევები ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ სამი სოფლის იზოლირებაა.

ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა. 

პოპულალურები