LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: სივრცეებში „მწვანე პასპორტებით“ დაშვების მექანიზმზე მუშაობა მთავრდება, ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება

116
amiran-gamkrelidze-w-h

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე საუბრისას აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს სივრცეებში მწვანე პასპორტებით დაშვების მექანიზმი.

„ჩვენთან ამაზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ავიდეთ 60%-იან აცრის მოცვაზე“, – აცხადებს გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამცრელი ბრიგადებით აქტიურად უნდა მივიდეთ მოსახლეობასთან და ადგილზე, ყველა სოფელსა თუ დაბაში ჩავატაროთ როგორც კამპანია, ასევე აცრები.

მისივე ინფორმაციით, სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 90 დღის დაგეგმვაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ვაქცინაციის ტემპი.

,,დღევანდელი მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის 27.9%-ია ორჯერადად აცრილი. ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპი გვქონდა და 23 000 აცრა ტარდებოდა დღიურად, ამასთან 16 სექტემბრამდე 24 000 აცრა გვქონდა.

ბოლო ერთი კვირის საშუალო მონაცემი დავარდნილია 12 500-მდე, რაც არ არის კარგი და საჭიროა ტემპის აქსელერაცია.

სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 90 დღის დაგეგმვაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი. ერთ-ერთი მთავარი პირველადი ჯანდაცვის ფართოდ ჩართვა და მათი მეტად წახალისება იქნება.

ამცრელი ბრიგადებით აქტიურად უნდა მივიდეთ მოსახლეობასთან და ადგილზე, ყველა სოფელსა თუ დაბაში ჩავატაროთ როგორც კამპანია, ასევე აცრები. გარდა მასობრივი საინფორმაციო კამპანიისა არ გამოვრიცხავთ არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანასაც.

სკოლები უნდა იყოს სრულად 80.90%-ით აცრილი, ყველა სკოლის დირექტორი მოუწოდებს მშობლებს, რომ იყვნენ აცრილები. ასევე, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს სივრცეებში მწვანე პასპორტებით დაშვების მექანიზმები. ჩვენთან ამაზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ავიდეთ 60%-იან მოცვაზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g