დღეს, პირველად, ორი წლის განმავლობაში – საქართველოში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. დადასტურებულია ინფიცირების 324 ახალი შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ახალი შტამი არ გამოიკვეთება, მაშინ ჯანმო დიდი ალბათობით წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.
„დღეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციები აკეთებენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც, ვაკეთებთ პროგნოზირებას.
ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში.
არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ მწვავე დოკუმენტშია.
მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
კულუმბეგოვი: დღეს კოვიდისგან გამოწვეული სიკვდილი – 0! ასე, კარგა ხანია, არაფერი გამხარებია