LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ყველა დამსაქმებელმა მიკროგეგმა უნდა შეიმუშაოს და დასაქმებულები აცრას

64
დგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, “ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, რადგან ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობის დამყოლობას ენდობა”.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, დამსაქმებლებმა მიკროგეგმა უნდა შეიმუშაონ, რომ დასაქმებულები აიცრან.

„მოგეხსენებათ, აცრა არის ჩვენთან ნებაყოფლობითი. ეს არ არის ძალდატანებითი და ვერავის დავაძალებთ. დამერწმუნეთ, რომ ეს მოწოდებები და ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს იქით მიმართული, რომ აცრის გარდა ეპიდემიას ვერაფერი დაამთავრებს.

მაგალითად გეტყვით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცრილია დასაქმებულების 61%, ამ თვის ბოლოს უკვე აცრილი იქნება 90%-მდე. ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს, მიკროგეგმა შეიმუშაოს და დასაქმებულები აცრას. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობილია, რომელ კლინიკებში შეძლებთ “ფაიზერით” აცრას

გამყრელიძე: “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს, მაგრამ არა – ახლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g