LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Jeep Grand Cherokee ტესტირებას გადის (ფოტო)

22

ამერიკული კომპანია Jeep განახლებულ Grand Cherokee-ს ტესტავს. ჯაშუშური ფოტოები დღეს სოც-ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ფოტოების მიხედვით განახლებული მოდელი უმნიშვნელო ცვლიბებებით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ცვლილებები ძირითადად ვიზუალურ მხარეს შეეხო.

შეგახსენებთ, რომ Jeep Grand Cherokee განახლებული დიზაინითა და ვიზუალური ცვლილებებით 2010 წელს გამოჩნდა საავტომობილო ბაზარზე. ამ ეტაპზე კი ის გერმანული ბრენდის Mercedes-Benz ჯიპის ტიპის ავტომობილის ML-ის პლატფორმაზე იწყობა.

როგორც სურათებიდან ჩანს, ავტომობილიმა უმნიშვნელო ცვლილებები მიიღო, რომელიც შეეხო წინა ტუჩსა და საქარე მინას. თუმცა, სავარაუდოა, რომ კამუფლაჟით დაფარული წინა ნაწილიც უმნიშვნელოდ იქნება შეცვლილი.

როგორც გამოცემა Autoblog.com წერს, განახლებულ Grand Cherokee განახლებულ სალონსაც მიიღებს. გარდა ამისა ცნობილია, რომ ავტომობილში 3.6 ლიტრიანი V6 ტიპის ძრავი მოთავსდება, ხოლო ამ ავტომობილის SRT მოდელი, Hemi 5.7 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით აღიჭურვება. რომელიც როგორც ამბობენ, უფრო მძლავრი და ეკონომიური იქნება.

განახლებული Jeep Grand Cherokee-ს პრეზენტაცია, სავარაუდოდ 2016 წლის დასაწყისშივე გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები