საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.
ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ წარადგინა.
ცნობისათვის, განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე შეცვლის გიორგი ამილახვარს, რომელიც თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა.
გიორგი ამილახვარი აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.