LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრმა ახალი მოადგილე და სსიპ-ების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა

284

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების შესახებ განცხადება მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

“მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, მისი საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია. ნათიას 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობას კერძო სექტორში, ასევე, უკანასკნელ პერიოდში საჯარო სექტორში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. ნათიას აქვს ასევე აკადემიური გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მონაწილეობას იღებდა არაერთ პროფესიული განვითარების პროგრამაში, მათ შორის მაასტრიხის უნივესრიტეტში. ნათია ზედგენიძეს აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის და დოქტორის წოდება.

ასევე მინდა მოგახსენოთ, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე 2018 წლის 31 ოქტომბრამდე აგრძელებს სამინისტროში მუშაობას და შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს თანამდებობას,”- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, სსიპ-ების მიმართულებით გამოცხადებული კონკურსში 176 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია დაინიშნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად კი ბერიკა შუკაკიძე.

ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე, ხოლო შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g