LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განათლების სიტემა მზადაა არადისტანციურ რეჟიმში სწავლის დასაწყებად”

124
korona 2

კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების დეტალებსა და განათლების სამინისტროში განხორციელებულ სამუშაოებზე, რათა დისტანციური სწავლება გამართული ყოფილიყო, დღის თემაში განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩს ვესაუბრეთ.

მან გვითხრა, რომ 19 ოქტომებრი ეს ის თარიღია, როცა აჭარის რეგიონის გარდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლესი სასწავლებლები არადისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ სწავლას. 

“ჩვენ გვინდა, რომ ოპტიმისტები ვიყოთ, მზად ვართ, განათლების სიტემა მზადაა არადისტანციურ რეჟიმში სწავლის დასაწყებად. სექტემბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელს რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული. გადამოწმებული იყო თითოეული, მათი მზაობა შეფასდა და ყველა უნივერსიტეტი მზად იყო არადისტანციური სწავლებისთვის.

სამწუხაროდ, გვაქვს ყოველდღე კორონავირუსის შემთხვევების მატება. არაა სტატისტიკა საიმედო, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა მოწოდებული, არ გახდება დამატებითი გადადების კერა საუნივერსიტეტო სივრცეები. 

ყველა აღმოვჩნდით რეალობაში, რომლიც არ იყო პროგნოზირებადი. ამ რეალობაში მოგვიწია გადაწყობა და იმ პრობლების და გამოწვევის დაძლევა, რაც გაჩნდა. ის ხარისხი არ იყო მიღწეული რასაც ვისურვებდით, თუმცა სემესტრის განმავლობაშიც სწავლის მიწოდების ხარისხიც გაუმჯობესდა. ჩატარდა სამუშაოები რომ პროცესი გამართულიყო ტექნოლოგიურად. ვიდეოგზამკვლევიც მიეწოდა მასწავლებლეს და სტუდენტებს. სტუდენტების ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თანამშრომლობის შედეგია ის მიღწევები,  რომ ჩვენ შევძელით მაქსიმალურად ხელშეწყობილი ყოფილიყო პროცესი”, – გვითხრა ნუნუ მიცკევიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g