LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განცხადებები, რომლებიც ცრუ გამხნევებას ემსახურება, ვნებს ვირუსის გავრცელების შეზღუდვას

281
ბახტაძე

აშშ-ში მოღვაწე, ქართველი ექიმი, რეანიმატოლოგი, ბექა ბახტაძე კორონავისრუსთან დაკავშირებით, დღევანდელ ვითარებაზე სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ კარგი იქნება, ადეკვატური განცხადების გაკეთება მოხდეს. განცხადებები, რომლებიც ცრუ გამხნევებას ემსახურება, ვნებს ზოგადად ვირუსის გავრცელების შეზღუდვას.

’’ძალიან ცუდია, როდესაც საავამდყოფოს წარმომადგენელი და მედიის ზოგიერთი საშუალება აუცილებლად (მიზანმიმართულად თუ მის გარეშე) ამახვილებს ყურადღებას #COVID19-ით გარდაცვლილი პაციენტის “თანმხლებ დაავადებებზე” ყოველგვარი სხვა დამატებითი ინფორმაციის გარეშე. ამ განცხადების გაგება ხდება სრულიად სხვანაირად, გააჩნია ვინ არის ინფორმაციის მომხმარებელი:

  • ადამიანი, ვისაც არ აქვს სამედიცინო პრობლებები (ან არ იცის რომ აქვს) ახდენს ცრუ დასკვნის გამოტანას, რომ კორონავირუსი უვნებელია მისთვის და მას აქვს “იმუნიტეტი” მის მიმართ.
  • ადამიანი ვისაც აქვს ესა თუ ის, განსაკუთრებით მეტად გავრცელებული დაავადება (არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ) იქმნის არა საჭირო “პანიკას” – ვერ გეტყვის რამდენი მესიჯი მოდის კითხვით “წნევა მაწუხებს და კორონავირუსი საშიშია?”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბექა ბახტაძე წერს, რომ აჭარაში მოხუცთა თავშესაფარში რაც ხდება, ძალიან ცუდია და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს დაავადებულთა იზოლაციისათვის და მკურნალობისთვის. ამჯერად, ზუსტად არ ვიცი რამდენი პაციენტი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში, სასუნთქ აპარატზე, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეგობარი, ოჯახის წევრი ან თუნდაც უბრალო ნაცნობია ასეთ სიტუაციაში. გთხოვთ, ატარეთ პირბადე და ხშირად დაიბანეთ ხელები!!!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g