LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განგაშის ზარის დროს აუცილებლად უნდა შევიდნენ თავშესაფარში, რომელიც შენობებთან ახლოსაა მოწყობილი: ელჩი ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

94
ლაშა ჟვანია

“განგაშის ზარის დროს აუცილებლად უნდა შევიდნენ თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია შენობებთან ახლოს,” – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ განაცხადა და ისრაელში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა.

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ლაშა ჟვანიას განცხადებით, სიტუაცია მიმდინარე დაპირისპირებებით ებრაელ და არაბ მოსახლეობას შორის რამდენიმე ქალაქში კიდევ უფრო დაიძაბა.

“ვითარება ისრაელში საკმაოდ მძიმეა, რეალურად, პატარ-პატარა, მაგრამ სერიოზული ამბოხებებია ქალაქებში, სადაც არაბი და ებრაელი მოსახლეობა ერთად ცხოვრობს.

სარაკეტო თავდასხმებს ემატება მანქანების დაწვები, სახლების დაწვები, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში, განსაკუთრებით, ჩამოთვლილი გვაქვს ქალაქები, სადაც ისინი უნდა მოერიდონ გარეთ გასვლას.

განგაშის ზარის დროს აუცილებლად უნდა შევიდნენ თავშესაფარში, რომელიც შენობებთან ახლოსაა მოწყობილი,” – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, “ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა და თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი.

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში

საქართველო მკაცრად გმობს სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ: ზალკალიანი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

 

magti 5g