LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განიკურნა პაციენტი, რომელსაც საშვილოსნოს კიბო ჰქონდა, პაციენტების 90%-ში სიმსივნის ზომა შემცირდა“ – კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდი ჩინელი მეცნიერებისგან, რა ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Anadolu Ajansı

241
მეცნიერება

Anadolu Ajansıის ცნობით, ჩინეთში მეცნიერებმა შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს პოულობს და ღორის ქსოვილად გარდაქმნის.

მეცნიერებმა შექმნეს AI-ს სისტემა, რომელიც ძუძუს კიბოს რისკს ხუთი წლით ადრე პროგნოზირებს: „AsymMirai“- ს სისტემას შეუძლია მაღალი სიზუსტით შეაფასოს ჩამოუყალიბდება თუ არა პაციენტს ძუძუს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში“

გამოცემის ცნობით, პროფესორ ჩჟაო იუსიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის თანახმად, ორგანიზმი ამ ქსოვილებს როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და ანადგურებს.

ინტერნეტგამოცემა წერს, რომ იმუნიტეტი ჯანმრთელ უჯრედებზე უარყოფითად არ მოქმედებს.

Anadolu Ajansı – ი იუწყება, რომ კვლევების თანახმად დაავადების მქონე პაციენტების 90%-ში სიმსივნის ზომა შემცირდა, ასევე განიკურნა პაციენტი, რომელსაც საშვილოსნოს კიბო ჰქონდა.

პროფესორი ჩჟაო იუსიანი, გუანსი-ჯუანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიზნობრივი ონკოლოგიის მთავარი სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელია.

კვლევა ჟურნალში Cell 18 იანვარს გამოქვეყნდა.

magti 5g