LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განხეთქილების კაბა და ჰერცოგინიას რევანში – რატომ დაუპირისპირდნენ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთმანეთს

554
page

ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის დაძაბული ურთიერთობის შესახებ უკვე კარგა ხანია ცნობილია. კონფლიქტმა, ბუნებრივია ჰარისა და უილიამის ურთიერთობაზეც ნეგატიურად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი და მეგანი უკვე ორი წელია კალიფორნიაში ცხოვრობენ, მათ შორის დაძაბული ურთიერთობა კვლავ  გრძელდება.

ახლახან, სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მათი ერთ-ერთი კონფლიქტური სიტუაცია გაიხსენა. ირკვევა, რომ მათი პირველი უთანხმოება  ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პრინც ლუის ნათლობის დღეს ოჯახს საოჯახო ფოტო უნდა გადაეღო.

მთელი ოჯახი თეთრ და ლურჯ ფერებში უნდა ყოფილიყო გამოწყობილი, თუმცა მეგანმა მათ განუცხადა, რომ თავად გადაწყვეტდა, თუ რას ჩაიცვამდა.  მეგანმა ფოტოსესიისთვის ზეთის ხილისფერი კაბა მოირგო, რაც სამეფო ოჯახის მიერ შერჩეული ფერთა გამიდან ამოვარდნილი იყო.

ერთი წლის შემდეგ ქეით მიდლტონმა მეგანს სამაგიერო გადაუხადა. პრინც არჩის ნათლობაზე ქეითი კაშკაშა ფერის თავსაბურავით გამოჩნდა და ყველა დაჩრდილა.

მეგან მარკლიმ ქეით მიდლტონს დაურეკა და სამეფო ოჯახთან შერიგებაში დახმარება სთხოვა

მეგან მარკლის წიგნის გაყიდვები ჩავარდა, ქეით მიდლტონის ბესტსელერი ხდება

ეს დამამცირებელია!  – ქეით მიდლტონის რეაქცია მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები