LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის წიგნის გაყიდვები ჩავარდა, ქეით მიდლტონის ბესტსელერი ხდება

232
meganmarklnews

მეგან მარკლის მიერ გასულ თვეს გამოცემული წიგნის სახელწოდებით „სკამი“ გაყიდვები ჩავარდა. წიგნი სასექსის ჰერცოგინიამ თავის ვაჟს, არჩის მიუძღვნა. თავდაპირველად წიგნის მიმართ ინტერესი დიდი იყო, თუმცა ერთი თვის თავზე, „ამაზონზე“ წიგნი ტოპ 200 შიც არ ფიქსირდება. წიგნის ღირებულება 12 ფუნტი სტერლინგია და ის წიგნების მაღაზიაში, საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაშია განთავსებული.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ქეით მიდლტონის წიგნთან მიმართებაში. პანდემიის დროს შექმნილი წიგნი „ჩვენი ერის პორტრეტი 2020“ გასაოცარი სისწრაფით იყიდება ის რეიტინგებში მეორე პოზიციაზეა. ქეითის წიგნი გამოსვლიდან ბესტსელერად იქცა და მას კრიტიკოსებმაც უმაღლესი შეფასება მისცეს. პანდემიური ფოტოებით გამდიდრებულ წიგნზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ის მალე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g