საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.
„რასაც უკრაინაში ვუყურებ, ისედაც განმიახლდა ყველა ტკივილი.. რუსეთის სახე, ნაწამები გიორგია ჩემთვის.. მე ვუყურებ როგორ იღუპებიან ბავშვები, ორსულები, მოხუცები და მახსენდება ის კადრები, რომელთა ყურება დღემდე ბოლომდე ვერ შევძელი.. გიორგის წამების კადრები…
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში დაიღუპა, ერთ-ერთი ის რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მინაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში.. მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით..“, – ამბობს მაკა ჩიკვილაძე.
უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი მოკლეს
შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
