LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი მოკლეს

686
BeFunky-collage (15)

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს მოკლეს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა.

2009 წელს გავრცელებულ პირველ ვიდეოში სადაც, გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული ერთ-ერთი ოკუპანტი სწორედ სერგეი სუხარევია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები