LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განთავსების ობიექტების თანამშრომლების გადამზადება გრძელდება

82

მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „მარკეტინგისა და გაყიდვების “ შემსწავლელი კურსი მცხეთის, თელავის, წყალტუბოს, სტეფანწმინდას, თიანეთის, გორის, კასპის და ხაშურის განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა.

ტრენინგი სასტუმროების 100-მა თანამშრომელმა გაიარა. სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში, ინტერნეტ მარკეტინგი ( Booking.com, facebook, Airbnbდა სხვა) ბაზრის კვლევა და კონკრეტული გარემო, სასტუმროს მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება. შიდა მარკეტინგი და ა. შ. მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები