LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განვითარდა მეწყერი, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა“ – ბათუმი(ანგისა) – ახალციხის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

152
Untitled design (1)

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

„ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ.აქუცაზე გამვალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

#რახდებაგზებზე

? უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა

? ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა

? მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ.აქუცაზე გამვალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Friday, January 5, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები