LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ სკოლებს სპორტული ფორმები გადაეცათ

359
გარდაბანში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ სკოლებს სპორტული ფორმები გადაეცათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე სამირ ხიალოვმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული სკოლების გუნდებს სპორტული ფორმები გადასცეს და რეგიონალურ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩართული იყო 11 საჯარო სკოლა, რომელთაგან რეგიონალურ ეტაპზე გადავიდნენ კუმისის, თელეთის, ლემშვანიერას, სართიჭალის N1 და ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლები.

რეგიონალურ სპორტულ სასკოლო ოლიმპიადაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები გეზრბენის, მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და მხიარული სტარტების სახეობებში იასპარეზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g