LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარდაცვლილ პაციენტს კოვიდი არ უდასტურდებოდა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმე ინფექციამ განაპირობა” – ლევან გოფოძე

180
0e1874b3-b18d-4aaf-b711-65639d33ade8-640

მე-13 პაციენტს, რომელიც გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფში გარდაიცვალა, რეტესტირების შედეგად კოვიდინფექცია არ უდასტურდებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება მაინც ვირუსმა გამოიწვია. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ასაკოვანი პაციენტი მაისის დასაწყისში მარნეულიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა შემოსვლის დღიდანვე მძიმედ ფასდებოდა. ლევან გოფოძე ამბობს, რომ პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის გულის მძიმე უკმარისობა, განვითარებული ინსულტი და ფილტვების უკმარისობა.

“პაციენტი ჩვენთან მაისის დასაწყისში მოიყვანეს მარნეულიდან. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ბევრი თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, ასევე კოვიდინფექციასთან ასოცირებული გართულებები. მძიმე დისტრესსინდრომით და სეპტიკური შოკით შემოვიდა კლინიკაში. შემდეგ ჩვენთან დაუდგინდა ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი. ამასთან იყო გულის მწვავე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მივაღწიეთ შედარებით სტაბილიზაციას, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა და გუშინ საღამოს გული გაჩერდა. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა. ბოლოს რეტესტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია „პისიარ“ ტესტით, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მისი მდგომარეობის მთელი ეს სიმძიმე მაინც კოვიდინფექციამ განაპირობა” – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 9 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობას და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g