გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით მწყემსები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ ტერიტორია საძოვრისთვის არ გამოიყენებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „გადმოკოპირებული ჩვენებები ყველა ზღვარს გადის“.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ და კვირას პროკურატურის შენობასთან შეკრებას აპირებენ.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ისინი კვლავ მოითხოვენ, რომ სუს-ის ავტომობილების გადაადგილების ერთკვირიანი მარშრუტის ჩანაწერი გადაეცეთ. როგორც მიხეილ რამიშვილი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში ამისთვის გარკვეული დრო ითხოვეს.
ადვოკატის განმარტებით, საქმე საზოგადოების მიერ გამოძიების მიმართ ნდობის საკითხს ეხება.
„გაგვცენ კითხვებზე პასუხი, რადგან არსებობს ეჭვი. ითქვა გარკვეულწილად ამ ჯიპების და მისი მეპატრონეების შესახებ, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მარტო სამი ჯიპის ტერიტორიაზე შესვლის ჩვენება საკმარისი არ არის “,- განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, კვირას დაანონსებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია მშვიდობიანი იქნება.