LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი თამუნა ანთელავას სიძე დაკავებულ პოლიციელს მიმართავს: “ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს!..”

1058
tamuna-antlava-newsss8998

ბრმა ტყვიით გარდაცვლილი თამუნა ანთელავას სიძე, მისი ქალიშვილის, თიკა მახალდიანის მეუღლე, თემო პირველაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც გარდაცვლილი ქალი შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს და წერს:

“ბედნიერია თამუნა ამ ვიდეოში, თავისი ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს❤️?არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ, გამწარებული ოჯახი ვართ, იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო.

მომხდარი ფაქტი ყველამ კარგად ვიცით, ოჯახი განადგურებულია, საოცარი ადამიანი მოგვიკლეს, საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი, ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით.

მივმართავ თხოვნით
შსს-ს ორგანოებს. გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ მომხდარ ფაქტს.

ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა, იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა, ვიღაც ვაჟკაცის ქეიფის და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.

ყოველი დილა ვიდეოზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრით და ერთმანეთთან მოფერების. ორი დღეა, ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა, ხან რას ვიგონებ, ხან რას.

ვერ ვუყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს. ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემს ოჯახში ხდება.

მინდა, მივმართო ასევ იმ საცოდავს, მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, რომ გაიაზროს, რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს ვერ ვუყურებ ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას. და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ??”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები