LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზუსტად ეს დრო იყო როცა დამირეკეს და წარმოუდგენელი რამ შემატყობინეს” – თიკა მახალდიანის დედის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

319
BeFunky-collage (6)

თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

თიკა მახალდიანი დედის მკვლელის დასჯას ითხოვს: „იმედი მაქვს, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება…“

შეგახსენებთ, რომ მომღერლის დედა, თამუნა ანთელავა აღდგომის დღესასწაულზე პოლიციელის მიერ გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ბრმა ტყვიით მოკლული თამარ ანთელავას სიძე, თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყენებს:

“თითქოს გუშინ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რაც მოხდა. ზუსტად ეს დრო იყო როცა დამირეკეს და წარმოუდგენელი რამ შემატყობინეს.

უდიდესი ტკივილი მთელი ჩემი ოჯახისთვის, მჯერა რომ უფალთან არი და იქედნან ილოცებს მისი შვილების და შვილიშვილისთვის და ყველა იმ ადამინებისთვის ვინც უყვარდა, არასოდეს დაგვავიწყდები ,,თამუნა”და აუცილებლად შევხდებით, როცა დრო მოვა?

ყველას ძალინ გვენატრები განსაკუთრებით, შენ კირუნას. ილოცე მისთვის დაეხმარე მაქედან და დაიფარე მთელი ცხოვრება. გვენტრები და გვიყვარხარ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები