თიკა მახალდიანი სასამართლო პროცესის შესახებ წერს, რომელიც 20 ნოემბერს არის დანიშნული. შეგახსენებთ, რომ მომღერლის დედა, თამუნა ანთელავა აღდგომის დღესასწაულზე პოლიციელის მიერ გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
„20-ში სასამართლოა… შეიძლება, საბოლოოც, არ ვიცი, რა მოხდება, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება არასადაოდ ცნო და ეთანხმება გამოძიებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც საჭიროა და ჩემი ოჯახის და ჩემი ოჯახის გულშემატკივარი ხალხის ( ვიცი, რომ ძალიან ბევრია ) დასაკმაყოფილებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიანი იქნება განაჩენი. მართალია, ეს ჩვენს ტკივილს ვერანაირად ვერ შეცვლის, რომელიც დღითიდღე უარესდება, მაგრამ მინდა, რომ დაისაჯოს უდანაშაულო ულამაზესი დედაჩემის მკვლელი, რომელიც სახლში იჯდა და ემალებოდა კორონას, და კარანტინში, მეტიც კომენდანტის დროს „გაძღა “ვაჟკაცი” და გაისროლა აღდგომის აღსანიშნავად. ჰოდა, დაისაჯოს, დიახ, ვითხოვ და მოვითხოვ!“