LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გარდაიცვალა ჩვენი ცენტრის დამსახურებული უფროსი მედდა” – ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

325
2024-05-12_01-24-48_091767

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დამსახურებული უფროსი მედდა იზოლდა კვაჭაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

,,ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 11 მაისს მძიმე ავადმოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჩვენი ცენტრის დამსახურებული უფროსი მედდა, ღვაწლმოსილი და მაღალი პროფესიული და ადამიანური ღირსებებით შემკული, ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი იზოლდა (იზო) კვაჭაძე.
ექთნების პროფესიული დღე ყველაზე მძიმე დანაკლისით დაგვატყდა თავს.

ხანგრძლივი ბრძოლა ვერაგ დაავადებასთან უთანასწორო გამოდგა ქ-ნი იზო კვაჭაძისათვის.
მძიმეა ჩვენი დანაკლისი, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. ექთანთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ცენტრის დაარსებიდან დიდი ღვაწლის მქონე საიმედო თანამშრომელი, გულისხმიერი მეგობარი და ღირსეული ოჯახის დიასახლისი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, კოლეგებსა და პაციენტებს ამ მძიმე დანაკლისს.
პანაშვიდი: 12, 13 მაისი
დაკრძალვა: 14 მაისს 14:00 საათზე
მისამართი: ქ. თბილისი, ავჭალა2, შალვა ნუცუბიძის N19″, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g