LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა გამორჩეულად თბილი ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო იდეა დარჩა განუხორციელებელი – ბიზნესასოციაცია ფხაკაძეზე

421
129952546-178634063931664-2065242291683869453-n

საქართველოს ბიზნესასოციაცია (BAG) განცხადებას ავრცელებს, სადაც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო.

“ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის, რადგან გარდაიცვალა გამორჩეულად თბილი, კეთილი და მზრუნველი ადამიანი, რომელსაც მრავალი წამოწყება, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო იდეა და პროექტი დარჩა განუხორციელებელი. “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულნ”  – სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი კოლეგა და კარგი მეგობარი ვახო ფხაკაძე და მართლაც რომ სიტყვები უფერულდება იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ეხლა ჩვენ განვიცდით.

ბატონი ვახტანგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ვახო იყო წარმატებული ბიზნესმენი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შესანიშნავი მამა, მეუღლე და მეოჯახე, ერთგული და მზრუნველი მეგობარი და ღირსეული და გამორჩეული კოლეგა.

საქართველოს ბიზნესასოციაცია შეძრწუნებულია მომხდარით და სამძიმარს უცხადებს ბატონი ვახტანგ ფხაკაძის ოჯახს. ვუსურვებთ მათ გამძლეობასა და მხნეობას მათთვის ამ უმძიმეს წუთებში!“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე covid-19-ით გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები