LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძის დედა, სამეჯლისო ცეკვების ლეგენდა საქართველოში, ლარისა გაჩეჩილაძე

4046
gigilarisa202345

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილის, ქორეოგრაფის, გიგი გაჩეჩილაძის დედა, ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ ლარისა გაჩეჩილაძე ასევე ცნობილი ქორეოგრაფი გახლდათ, რომელმაც არაერთი ცნობილი მოცეკვავე აღზარდა და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, მეუღლესთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის.

გთავაზობთ განცხადებას:

„უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით ვიუწყებით რომ დღეს, ავადმყოფობის შედეგად, 70 წლის ასაკში, გარდაიცვალა ჩვენი ფედერაციის საპატიო წევრი და ყველასათვის საყვარელი ადამიანი – ქალბატონი ლარისა გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია ❤

იგი იდგა საქართველოში სპორტული (სამეჯლისო) ცეკვების საწყისებთან და მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და მოღვაწეობდა სპორტული ცეკვების განვითარებისათვის და შემდგომი წინსვლისთვის.

რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით ამ დანაკარგის გამო…

გულწრფელად ვუსამძიმრებთ ამ დიდ დანაკარგს ქალბატონი ლარისას ოჯახს:

მის მეუღლეს – ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს – საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელს და მის საპატიო პრეზიდენტს.

შვილებს:

გიორგი გაჩეჩილაძეს – საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს და რატი გაჩეჩილაძეს – მოქმედ ათლეტს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს და სპორტული ცეკვების აკადემია „თელას“ დირექტორს და მთავარ ქორეოგრაფს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები