LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი გაჩეჩილაძე: „დედას გულში ეს ყველაფერი დაგროვდა და კოვიდის შემდეგ ვეღარ გაუძლო…“

25768
gigi-gachechiladzenews

მცირე ხნის წინ საქართველოში სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ დამფუძნებელი, ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. მას გულთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

მისი შვილი, ცნობილი მოცეკვავე, გიგი გაჩეჩილაძე დედას ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს:

„გულის პრობლემა მანამდეც ჰქონია, მაგრამ ბოლო ერთმა წელიწადმა და პანდემიის გამო ჩაკეტილობამ დედაზე ძალიან იმოქმედა. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება ასწავლიდა ბავშვებს, იხარჯებოდა ყოველდღიურად და უცებ იზოლაციასა და ჩაკეტილობაში მოექცა. ყოველდღიურად ვიყავით ხაზზე, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი მაინც არ იყო. ჩვენ, შვილებს, უფრო გვქონდა აქტიური შეხება გარე სამყაროსთან, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით არ მივდიოდით და ტელეფონით ვეკონტაქტებოდით. ეს ყველაფერი კი გულში დაგროვდა და კოვიდის შემდეგ ვეღარ გაუძლო.

დედა ბუნებით ისეთი ადამიანი იყო, არ იცოდა ემოციების ადვილად გამოხატვა. არაფერზე დაუწუწუნია, მაგრამ შვილები ვატყობდით, რა ხდებოდა მის გულში. მე და ჩემი ძმა ვცდილობდით, შეგვემსუბუქებინა მისი ეს განწყობა, მაშინაც კი მივდიოდით, როცა გვიშლიდა, არ მოხვიდეთო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები