LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ იმსხვერპლა სტუდია „თელას“ დამფუძნებელი, ლარისა გაჩეჩილაძე – „ძალიან უცნაური იყო…“

21524
giga23445

როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, მისი დედა, ასევე ცნობილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სტუდია „თელას“ დამფუძნებელი ლარისა გაჩეჩილაძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ მას კოვიდიც დაუდასტურდა -„ ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ოჯახში სხვას არავის გვქონია და დედა, ფაქტობრივად, გარეთ არ გადიოდა, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდა. რომ გვეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, სიტუაცია დამძიმდა, თუმცა მკურნალობას ემორჩილებოდა და ვერ წარმოვიდგენდით, თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. აღმოჩნდა, რომ გულმა ვეღარ გაუძლო… მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით, ჩვენთვის დედის ნახვის უფლება მოეცათ და როგორც იქნა, დაგვრთეს ნება, მაგრამ ვეღარ მოვასწარით – წინა საღამოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაიცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები