LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

282
shutterstock_528854752

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

მისივე ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“მოხდა ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამის შემდეგ მოხდა მისი პედიატრიულ კლინიკაში.

რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით. რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”,- თქვა ექიმმა.

რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g