კინოსამყაროში დაბრუნებული ბრენდან ფრეიზერი ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მსახიობმა ახალი ფილმისთვის ,,ვეშაპი” 272 კილოგრამი მოიმატა. აღსანიშნავია, რომ „მუმიას“ ვარსკვლავს წონასთან დაკავშირებული პრობლემების მანამდეც ჰქონდა. ტაბლოიდების განცხადებით, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ გაქრა ბრენდანი ეკრანებიდან.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ შესაძლოა „მუმია“ კვლავ დაბრუნდეს, ფილმში რიკ ოკონელის როლი ლი კვლავ ფრეიზერმა შეასრულოს, თუმცა ფაქტია, როლისთვის მას ფორმაში ჩადგომა მოუწევს.
დიდი გამოწვევა – ბრენდან ფრეიზერი მზად არის „მუმიას“ დაუბრუნდეს
ფოტო: ვიზუალურად რადიკალურად შეცვლილ ბრენდან ფრეიზერს HBO-ს ფილმში გადაიღებენ
როგორც ჩანს, წონაში მომატებული მსახიობის გარდაქმნის პროცესი უკვე დაწყებულია. 53 წლის მსახიობი ნიუ-იორკში, Variety-ის მიერ გამართულ წვეულებაზე გამოჩნდა. ის მართლაც კარგად გამოიყურებოდა, ბრენდანს ცისფერი პერანგი და კუბოკრული პიჯაკი ეცვა.