დემი მური ამჯერად ლოს-ანჯელესში, Governors Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრწყინავდა შავი ფერის მინი-კაბაში, რომელიც ულამაზესი დეტალით, შლეიფის მსგავსი მოსაცმლით იყო გაფორმებული. 62 წლის მსახიობმა ანსამბლს ძვირფასი სამკაული, კოლიე და ზურმუხტის საყურეები შეუხამა.
დაჯილდოებას ასევე ესწრებოდა მსახიობი მარგარეტ კუოლი, რომელმაც დემი მურს პარტნიორობა გაუწია ახალ ფილმში „სუბსტანცია“. ცოტა ხნის წინ დემიმ ფილმის გადასაღები მოედნიდან სელფი გააზიარა, სადაც ის გრიმის წყალობით საოცრად შეცვლილია და საშინელებათა ფილმის პერსონაჟს ჰგავს.
62 წლის დემი მური საცურაო კოსტიუმში ფანტასტიკურად გამოიყურება
დემი მურის გასაოცარი გარდასახვა – 61 წლის მსახიობის გამოჩენა ჰელოუინზე