გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და ქალბატონ ნანა ჯანაშიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა სამინისტროს და მასში შემავალ ყველა იმ უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.
„ქალბატონი ნანას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ტყის მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი განათლების, მდგრადი განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდებოდა კავკასიის რეგიონში და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნანა ჯანაშიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გარდაიცვალა