LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს სააგენტო: 25-26 ნოემბრის ყინვები აჭარაში ციტრუსს დააზიანებს

108

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 -26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურის -1, -4 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი, რაც ციტრუსოვანი ნარგავების ერთწლიან ნაზარდებს და დაუკრეფავ ნაყოფს დააზიანებს.

 

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/1678586275526787

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g