ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა – ქისა, რომელიც გარემოსა და ბუნებაზე ზრუნავს და რომელიც სპეციალურად ძაღლის პატრონებისთვის შეიქმნა.
”რინგო” ასე ჰქვია ბრენდს, რომლის ქვეშაც ინოვაციური ქისები იწარმოება. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის დამფუძნებელმა, ნესტან მამაცაშვილმა განუცხადა, ქისები დამზადებულია ქართული ტყავისგან (სურვილისამებრ დერატინისგანაც), მასში მოთავსებულია 20 ცალი ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკი, რათა კომფორტულად შეძლონ პატრონებმა ძაღლების ფეკალიების ქუჩიდან აწმენდვა.
”ჩემდა გასაკვირვად აღმოჩნდა, რომ მსგავსი პროდუქტი საქართველოში არ არსებობდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ბაზრისთვის ეს პროდუქტი ძალიან ახალი და ინოვაციურია. დანარჩენი მსოფლიო უკვე დიდი ხანია მოიხმარს მსგავს ნივთს. რაც შეეხება ქისის დიზაინს – მიმაჩნია, რომ არის ზედგამოჭრილი პროდუქტი ძაღლის პატრონებისთვის, რაკი არის მსუბუქი, პატარა, ადვილად ტრანსპორტირებადი და ნებისმიერ ამინდში მოსახმარი. მრავაფეროვნებისთვის ასარჩვადაა 8 ფერის ქისა, ქისის ღირებულება კი 20 ლარს შეადგენს”, – ამბობს ნესტან მამაცაშვილი.
მისივე თქმით, ქისების შესყიდვა ამჟამად ხდება ონლაინ, ასევე ქართული ხელნაკეთობების გალერეა 27-ში, ბეთლემის #3 და სულ ახლახან გახსნილ ზოომაღაზიაში: ზოოგალერეა, ფალიაშვილის #52.
”რაც შეეხება აღნიშნული პროდუქტის ქართულ ბაზარზე შემოტანის მიზანს, არის იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ჩვენს ქალაქში რაც თავი მახსოვს სულ მძვინვარებდა. ეს არის ფეკალიებისგან დაბინძურებული ქუჩები და ცალსახად არ იმსახურებს თბილისი ამდენ ჭუჭყსა და ნაგავს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შევქმენით ჩვენს გარემოსა და ბუნებაზე მზრუნველი ქისა, რათა კომფორტულად შეძლონ პატრონებმა ძაღლების ფეკალიების ქუჩიდან აწმენდვა”, – განმარტავს ”რინგოს” დამფუძნებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ”რინგოს” ოფიციალურ სოციარულ გვერდს.