თამარ მეფის გამზირზე ხმაურია, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში მაღაზიებსა და ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები მონაწილეობენ. ისინი ამბობენ, რომ გარემოვაჭრეების გამო ხალხი სავაჭროდ მაღაზიაში აღარ შედის და პროდუქტს ქუჩაში ყიდულობენ, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მოვაჭრეებს.
ცოტა ხნის წინ კი აქციაზე დაპირისპირება მოხდა, აქციის მონაწილეებმა სთხოვეს გარემოვაჭრეებს, ბაზრობის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რაზეც უარი მიიღეს, რადგან, როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, ბაზრობაზე მუშაობის საშუალება არ აქვთ.
