LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ, რომ ჩვენი სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ“ – კახა კალაძე

138
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ ზოგადად სპორტი, ფეხბურთი, ჩვენი სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ თავიანთი განცხადებებით“.

„ის, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან. ყველანი სახელებითა და გვარებით ვიცით. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ფრთის ქვეშ არიან. მსგავსი ადამიანები ამ ქვეყანაში სიმშვიდეს, განვითარებას, გამარჯვებას ეწინააღმდეგებიან. არცერთ მტერს არაფერი გამოუვა. ქვეყანაში მშვიდობა იქნება, არანაირი მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

როინ ქოჩორაშვილის სტატუსთან დაკავშირებით დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, რომ სპორტი, ფეხბურთი როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ. ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია. ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ისინი თავის დროზე შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ და მათ შორის, ფეხბურთისთვისაც ჩამოეშორებინათ. შესაძლოა, მათი ოჯახის წევრებისთვის ეკეთებინათ მძიმე რაღაცები, ვიღაც დაეჭირათ.

მე მინდა ბიჭებს გამარჯვება ვუსურვო, მათ წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, ყველას ვაჩვენებთ, რომ საქართველო იქ შემთხვევით არ მოხვედრილა”, – განაცხადა კახა კალაძემ“, – აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა – ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ“ ანგარიში გაქრა, მოგვიანებით კი მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“

კახა კალაძე ჟურნალისტებს: „როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რატო გიკვირთ?“

ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“ – გიორგი გახარია

„სპორტი და ფეხბურთი ყველასია. ოპოზიცია ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები