LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს” – ნანიკო ხაზარაძე ნინა წკრიალაშვილს მიმართავს

397
BeFunky-collage (11)

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა სავარაუდოდ 2006 წლის ერთ-ერთი გადაცემის ჩანაწერი. „ფარული კამერის“ მახეში ნინა წკრიალაშვილი აღმოჩნდა. გადაცემის წამყვანი ნანიკო ხაზარაძეა.

აღნიშნული გადაცემა საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ამ ფაქტს ნანიკო ხაზარაძემ პოსტი მიუძღვნა, რომელშიც ნინა წკრიალაშვილს მიმართავს.

„ნინა როგორ მიყვარხარ კი იცი, ეს ჩაწერაც გახსოვს იმედია. ვინ საიდან გააცოცხლა ეს არ ვიცი ნამდვილად.

გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს… მახსოვს ბევრი ვიცინეთ ერთად. მიყვარხარ ძალიან !

2006 წელია თუ არ ვცდები“, – წერს ნანიკო ხაზარაძე ინსტაგრამზე.

ვიდეო: „გვაკლდი ნინა.. უხდები სცენას“ – ნინა წკრიალაშვილი სიმღერას „შენთან ვიქნები“ არაჩვეულებრივად ასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები