ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, “რუსთავი 2-ის” ახალ დირექტორთან ზაზა სალიასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. ფოტო 2016 წლის ზაფხულშია გადაღებული. ფოტოზე ხალვაში წერს, რომ “გასაკეთებელი ისევ ბევრია”.
შეგახსენებთ, რომ მის მიერ ტელეარხის დირექტორად დანიშნული პაატა სალია დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა. ჟურნალისტები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვდნენ, რომელიც მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა, თუმცა მათი ინფორმაციით, ხალვაშმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
ნახეთ ასევე:
ვინ არის ქიბარ ხალვაში – ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დამწვარი და დაბრუნებული ბიზნესი