LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქიბარ ხალვაში – ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დამწვარი და დაბრუნებული ბიზნესი

3456
ხალვაში

ქიბარ ხალვაში, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2006 წელს გასხვისებული „რუსთავი 2“ დაიბრუნა, ცნობილი და საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენია.

მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. მისი ოჯახი ამჟამად გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს. ოჯახთან ერთად ის ხშირად სტუმრობს აჭარას, რომელიც მისი მშობლიური მხარეა.

მისი ბიზნეს ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანი და ბურუსით მოცულია. „რუსთავი 2“ 2006 წელს გაასხვისა – ამის შემდეგ დაიწყო მის ბიზნესებზე შეტევა:

ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო, – ხალვაში “პროქტერ & გემბლის” სადისტრიბუციო ქსელს და “პეპსის” ფლობდა.

2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა.

ეს არ იყო ერთადერთი, რაც ამ პერიოდში შეიძლება ხალვაშზე ზეწოლად ჩაითვალოს: ყველა ორგანიზაციაში, სადაც ის ფიგურირებდა სამხედრო ჯგუფები შევიდნენ. მათ შორის, გორის ბაზაზე და გლდანის ციხეშიც, რომლებსაც მაშინ ხალვაშის სამშენებლო კომპანია აშენებდა.

ფინანსური პოლიცია შევიდა “არტშიც“, რომელიც საქართველოში “პროქტერ & გემბლის” ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

როგორც მისი ადვოკატი პაატა სალია ყვებოდა, იყო 24-მილიონიან ჯარიმებზე საუბარი, თუმცა ხალვაში მოლაპარაკებებს არ თანხმდებოდა. სწორედ ამას მოჰყვა ხანძარი კომპანიის საწყობებში.

ხალვაშმა ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ისა და “მზის” გამო, 2008 წელს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა აღნიშნულ ტელეკომპანიებში მისი კუთვნილი წილების “ჩამორთმევის” ფაქტების გამოძიება მომხდარიყო.

ასევე, ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ მისი კუთვნილი კომპანიები უკანონოდ დაყადაღდა და მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციური პარტია შექმნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ბიზნესმენმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს წილებთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში 2015 წლის აგვისტოში შეიტანა, 2017 წლის 2 მარტს კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

 

„ქართულ ოცნებასთან“ ბიზნესმენს შედარებით კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

გასულ წელს ქიბარ ხალვაშმა “ქართულ ოცნებას” შემოწირულობის სახით 1 250 ლარი გადასცა. 2017 წელს მისმა დამ, ფატი ხალვაშმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტარია სექტემბერში პარტიას 20 000 ლარი შეწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50% იყო.

 

 

ახლა ხალვაში რამდენიმე კომპანიის მფლობელი და მეწილეა:

შპს “პანორამას” ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი. (ეს შპს თავის მხრივ, რუსთავი 2*ის მეწილეა);

“სხივი Xxi-ის” დამფუძნებელი;

შპს “კონტურის” 33%-ის მფლობელი;

შპს “არტის” 28%-ის მფლობელი;

 შპს “აი დის” 35%-ის მფლობელი;

შპს “არტი ჯგუფის” 44%-ის მფლობელი;

შპს “ესტურის” 40%-ის მფლობელი;

შპს “როსერის” 33%-ის მფლობელი;

 შპს “ვატმან ჯორჯიას” 70%-ის მფლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები