LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში „გვირგვინის“ გადაღებებზე

231
royalmovie

სერიალის „გვირგვინი“ ახალი სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ გახმაურებული სერიალის ბოლო სეზონში პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეტ დებისკი შეასრულებს. 31 წლის ავსტრალიელი მსახიობი დაიანას როლზე ემა ქორინის შემდეგ დაამტკიცეს. დებისკი დაიანას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს განასახიერებს, მათ შორის შვილების დაბადებას, სკანდალს მეუღლესთან, განქორწინებას და ტრაგიკულ გარდაცვალებას.

ელიზაბეთ დებიკი პრინცესა დაიანას როლში – კადრები „გვირგვინის“ ახალი სეზონის გადაღებებიდან და გასაოცარი მსგავსება

დასავლური გამოცემები ავრცელებენ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან, სადაც დებისკისთან ერთად ჩანს დომენიკ უესტიც. ეს უკანასკნელი ახლა სეზონში პრინცი ჩარლზის როლზე დაამტკიცეს.

ახალ ფოტოებზე სავარაუდოდ, 1992 წლის მოვლენებს იღებენ. ამ დროს ჩარლზი და დაიანა შვილებთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდნენ. დებისკი ერთი ერთში იმეორებს დაიანას სტილს. ის ზუსტად ისეთივე ლურჯ კაბაშია გამოწყობილი, როგორიც დაიანას ესპანეთში ვიზიტის დროს ეცვა.

პირველი კადრები „გვირგვინის“ მეხუთე სეზონიდან  – იმელდა სტონტონი დედოფლის როლში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g