LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გასართობი სიმღერაა… სახუმარო, გემრიელ ამბავში სამღერი“ – ლაშა რამიშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

197
რადიო (2)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ლაშა რამიშვილის ახალი ნამუშევრის – „აბობოქრებულ ზღვაში გატარებ“ პრემიერა შედგა.

ლაშა, ვისაუბროთ შენს ახალ ნამუშევარზე „აბობოქრებულ ზღვაში გატარებ“.

ზუსტად 3 დღით ადრე, სანამ ეს საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ისრაელში ვიყავი და მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მოძმე ერს. ზუსტად მათთვის გაკეთდა ეს ახალი პროდუქტი.

სიმღერის არაჩვეულებრივი ვერსია ცირა ბზიშვილმა გააკეთა. ნაწილობრივ, შეიძლება ითქვას, რომ გასართობი სიმღერაა… ყველას უყვარს. სახუმარო, ჯიგრული, გემრიელ ამბავში სამღერი სიმღერაა.

როდის ჩამოფრინდი და რა ვითარებაში დატოვე ისრაელი და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან?

ყოველწლიურად ტარდება „გეორგიადა“ და იქ ვიყავი 19-დან 24-ის ჩათვლით. ფანტასტიკური კონცერტი გვქონდა ჩვენი ქართველი ებრაელებისთვის, „დავიმხეთ“ იქაურობა. ფაქტობრივად, ამ დღისთვის გავაკეთეთ ის პროდუქტი, რომელსაც დღეს მოისმენთ.

24-ში გამოვფრინდი იქიდან. მე ჩემს მართასთან ერთად ვიყავი წასული. იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლომისი“, მთელი ვარსკვლავთცვენა, რომლებიც ზუსტად ამ დღისთვის ჩავიდნენ იქ. შემდეგ, ეს ამბავიც დაიწყო, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამოვასწარი, მაგრამ ჩვენები, მგონი, გიორგი წერეთელი, ნინო ჩხეიძე და შოშიტა იქ ჩარჩნენ. მგონია და მწამს, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

ლაშა რამიშვილი – აბობოქრებულ ზღვაში გატარებ

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები