გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ჯეფი 79 წლისაა და ის ავსტრალიაში ცხოვრობს.
ტედ, ბარი და ჯონ ნობსებმა თავიანთი უმცროსი ძმა ჯეფი ბოლოს 1945 წელს ნახეს. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამ გადაწყვიტა ჯეფი გაეშვილებინა, რადგან მასზე სათანადოდ ვერ ზრუნავდა.
მრავალი წლის განმავლობაში ძმები ერთმანეთის პოვნას ცდილობდნენ. 2014 წელს ჯეფმა ნათესავებს მიაგნო, რის შემდეგაც ძმები ერთმანეთს ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ, ახლა კი ერთობლივი მოგზაურობა დაგეგმეს.
ტედი ჯეფთან ავსტრალიაში მარტო ჩავა, ჯონი კი 2010 წელს გარდაიცვალა.