LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა – საქსტატის დაზუსტებული მონაცემები 

57
ხალხი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას (10.4%-ს).

როგორც ინფორმაციიდან ჩანს, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 21.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მშპ-ს დეფლატორი 10.3%-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეალური ზრდა 10.5% იყო.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეიძლება 10%-მდე გაიზარდოს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

კაკაურიძის თქმით, დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 2023 წლის გადამუშავებული ვერსია განიხილეს, თუმცა ეს ვერსია ბიუჯეტის წინა პროექტისგან არ განსხვავდება.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2021 წელს 10.3%-ით განისაზღვრა.

“მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი) და განათლება (4.7 პროცენტი),” – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რაც შეეხება 2022 წლის შედეგებს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.2% შეადგინა, მთავრობის განახლებული პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა 10%, ხოლო მომდევნო წელს 5% იქნება.

magti 5g