LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანა 45 000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა: UNHCR

116
A woman with two children and carrying bags walk on a street to leave Ukraine after crossing the Slovak-Ukrainian border in Ubla, eastern Slovakia, close to the Ukrainian city of Welykyj Beresnyj, on February 25, 2022, following Russia's invasion of the Ukraine. - Ukrainian citizens have started to flee the conflict in their country one day after Russia launched a military attack on neighbouring Ukraine. (Photo by PETER LAZAR / AFP)

მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 5.2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა

მათ რიგებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 45 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

UNHCR-ის მონაცემებით, 24 თებერვლიდან ლტოლვილის სტატუსით უკრაინა 5 232 014 ადამიანმა დატოვა. ეს რიცხვი 45 270 ადამიანით გაიზარდა კვირას მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, როგორც BBC წერს, გადინება შენელდა. აპრილის დასაწყისიდან სულ რაღაც 1 2 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, მაშინ, როცა მარტში დაახლოებით 3. 4 მილიონი წავიდა.

ომისგან გაქცეულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7,7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით.

ფოტო: The Times of Israel

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g