LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კოვიდვაქცინით 1.2 მილიონი ადამიანი აიცრა

60
Untitled design (1)

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1.2 მილიონი ადამიანი აიცრა.

ინფორმაციას იმუნიზაციის პროცესისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით,  Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია  16.3 მილიონი ადამიანი. ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა კი 37.1 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

იმუნიზაციის პროცესი გერმანიაში “ფაიზერის”, “მოდერნას”, “ჯონსონ-ენდ-ჯონსონისა” და “ასტრაზენეკას ვაქცინებით მიმდინარეობს.

Worldometers-ის მონაცემებით, გერმანია მსოფლიო რუკაზე მეათე ადგილს იკავებს – ჯამში 3 698 004 დადასტურებული შემთხვევითა და 89 510 გარდაცვლილით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g