LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გაუძელი, საქართველო! 22 აგვისტოს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ…“ – მოქალაქე შოვის ტრაგედიაზე

451
369340019_23912857228312940_2249963419259961088_n

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ:

სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.

თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.

რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს:
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს…

გაუძელი, საქართველო!

სამძებრო სამუშაოები გრძელდება გრძელდება 36 ლოკაციაზე, რომლებიც დაყოფილია სექტორებად.

ბოლოს ცხედარი მდინარის კალაპოტში, ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ მოშორებით, ამბროლაურის აეროდრომის მიმდებარედ იპოვეს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 28 ცხედარია ნაპოვნი, 5 ადამიანს ეძებენ, ხოლო 26 ცხედარი ამოცნობილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g